პუშკოვი: ივანიშვილს ვკითხავთ აპირებს თუ არა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა
15:47:42     20-04-2013
რუსები, ივანიშვილს, საქართველოს საგარეო კურსის შეცვას ევროსაბჭოში მოსთხოვენ.
23 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით ივანიშვილი გამოვა. რუსეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრს კითხვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის შესახებ დაუსვამს.
ამის თაობაზე ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა ღიად განუცხადა.
"ივანიშვილს დავუსვავთ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა იგი შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა პუშკოვმა.
"ჩვენ გვსურს, გავიგოთ, როგორი იქნება ცვლილებები, რომელიც მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს", - დასძინა მან.
შეგახსენებთ რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ევროპის არაერთმა ლიდერმა აღნიშნა იმის შესახებ, რომ საქართველო საგარეო კურსი რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა.