
რუსი უფლებადამცველი: პუტინი თქვენი მტერია, ივანიშვილი კი გააკეთებს იმას, რასაც კრემლი ეტყვის (ვიდეო)
13:19:09     20-04-2013
რუსი ოპოზიციონერი და უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია
საქართველოს მოქალაქეებისადმი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ პუტინი
საქართველოს მტერია.
ამიტომ, მისი აზრით, საქართველოს, რომელიც აქამდე დასავლეთისკენ მიისწრაფვოდა,
არ უნდა ჰყავდეს ისეთი პარლამენტი, რომლის მიზანიც რუსეთთან მეგობრობაა, რომელიც ათავისუფლებს
იმ კრიმინალებსა და კრემლის აგენტებს, ვინც შეთქმულებებს აწყობდა პროსაბჭოურ ორგანიზაციებს
ქმნიდა. ნოვოდვორსკაია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაუშვას ასეთი პარლამენტი.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, რუსი უფლებადამცველი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი
გააკეთებს იმას, რასაც კრემლი ეტყვის.