
აქცია ნიუ–იორკში იწყება
19:04:18     19-04-2013
„ნაციონალური მოძრაობის" აქცია დასრულდა. აქციის დასასრულს, შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„საქართველო არ არის პატარა სოფელი. საქართველო ძალიან დიდი ქვეყანაა. ყველა შენატროდა საქართველოს. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც შენატროდნენ და დღესაც შენატრიან.
როდესაც მტერი გვეუბნება არჩევანი უღირსობასა და დანარჩენი ქვეყნის ოკუპაციას შორის გაქვთ, თუ ჩვენ დავდგებით ღირსებაზე, ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა ძალიან გრძელი და ზოგიერთისთვის შეიძლება დამღლელიც იყოს, მაგრამ ამ ბრძოლისთვის ღირს ყოველი წუთი ცხოვრება“– დასძინა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, თბილისის დროით 18:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აქცია, ნიუ-იორკშიც გაიმართება.