
“პრეზიდენტო, აღლუმი თქვენ უნდა ჩაატაროთ”
18:06:42     19-04-2013
"პრეზიდენტმა არ უნდა დათმოს და 26 მაისს, აღლუმი ქვეყნის მთავარსარდალმა უნდა ჩაიბაროს”,- განაცხადა რუსთაველის მოედანზე მიმდინარე აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ტარიელ ლონდარიძემ.
„მთავრობამ ჯარს აუკრძალა აღლუმზე გამოსვლა, მოვუწოდებ პრემიერ ივანიშვილს, რომ დაძლიოს შიში და აღლუმი ჩაატაროს. გაუმარჯოს ქართულ პოლიციას და ჯარს. 26 მაისს ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიბრძოლებთ ქვეყნის ერთიანობისთვის.
ჩემს უკან დგას ქვეყნის მთავარსარდალი და მე არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის დათმობს 26 მაისს, ავღანეთში შეხვდება და აღლუმი ჩაატარონო, არა პრეზიდენტო, აღლუმი თქვენ უნდა ჩაატაროთ და მე მზად ვარ, აღლუმის მერე, პრეზიდენტთან ერთად გავემგზავრო ავღანეთში", - განაცხადა ლონდარიძემ.