ბობოხიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან

  17:17:42     19-04-2013

„აქციაზე არის სრულიად საქართველო და არ არის დარჩენილი არცერთი რაიონი, არცერთი უბანი, რომლის წარმომადგენელიც, დღეს,  აქციაზე არ არის. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც მიხვდა, რომ საქართველო გასაჭირშია", - მიმართა ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა აკაკი  ბობოხიძემ აქციის მონაწილეებს. 

მისი თქმით, რუსულმა იმპერიამ,  ბრძოლით ვერაფერი დააკლო საქართველოს და „ქართულ ოცნებად" შენიღბული ეპოტინება საქართველოს. „ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე. მანვე აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ დღეს, ფრონტის ხაზი გადის აქციაზე და ჯარისკაცები არიან აქ შეკრებილი მოქალაქეები. 

აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 4 წელს ვერ დააცდიან.