
ნოვოდვორსკაია: ქართული ოცნება არის ტყუილი...(ვიდეო)
14:19:46     19-04-2013
რუსი უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია თავის კოლეგასთან კონსტანტინ ბარავოისთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. რუსი ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილი პირდება ხალხს იმას, რასაც თავის დროზე რუსეთში ფინანსური პირამიდის შექმნელი სერგეი მავროდი პირდებოდა, ის პირდება პურის ნატეხს, რომელიც მას არ აქვს...
„ვერ გამიგია, თუ როგორ მოხდა ეს, რატომ მისცა ქართველმა ხალხმა ხმა „ქართულ ოცნებას“, როცა საქართველომ ბოლო 9 წლის განმავლობაში იმდენი გააკეთა, რომ საბჭოთა კავშირის ნაშთები ქვეყნიდან მოეშორებინა“ - განაცხადა ნოვოდვორსკაიამ.
მისი თქმით, საქართველო შეცდა, როცა არჩევნებში ივანიშვილის გუნდი აირჩია.
„თქვენ შეცდით, როგორც უკრაინა შეცდა და პრეზიდენტად იანუკოვიჩი აირჩია. სად არის წითელი ვარდები, იმისთვის, რომ თავიდან დარგოთ ვარდები, ივანიშვილი კონსტიტუციური გზით უნდა მოშორდეს საქართველოს. ქართული ოცნება არის ტყუილი, რომელიც მავროდის მოტყუების სისტემაზე არის დაფუძნებული“ - აღნიშნა ნოვოდვორსკაიამ.