აქციას EPP-ს ლიდერი, ვილფრედ მარტენსი მხარდაჭერას უცხადებს

  13:28:10     19-04-2013

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 აპრილის აქციას,  მხარდაჭერას უცხადებს EPP-ს ლიდერი ვილფრედ მარტენსი. 

„19 აპრილის აქციას მიმართვას უგზავნის,  ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ბელგიის ცხრა სხვადასხვა მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი,  ვილფრედ მარტენსი. მარტენსი მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალურ მოძრაობას და აყალიბებს იმ ნაბიჯებს, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ უნდა გადადგას იმისათვის, რათა საქართველო არ ჩამოცილდეს ევროპულ გზას!"- წერს გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს: 

„ამ და სხვა სიახლეების მოსასმენად გელით აქციაზე!“