სულგუნი

  13:57:45     14-01-2011

დილას მოწველილი რძისაგან ცხლად ამოყვანილი ყველი საღამოზე დათალეთ თხელ ნაჭრებად, აადუღეთ რძე, ჩაყარეთ ყველის ნაჭრები, როდესაც წამოდუღდებდა და ყველი წელვას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან, ბადიაზე გადაიტანეთ, ყველი ხელით მოაგროვეთ, გადაკეც–გადმოკეცეთ, დაზილეთ 10–15 წუთის განმავლობაში, ხელთ გააბრტყელეთ, დაამრგვალეთ, მიცეით სულგუნის ფორმა, ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და გადაიტანეთ თეფშზე.