გიორგი უდესიანი: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან შეხება არ მაქვს

  15:46:09     18-04-2013

„პრესა.ჯის“  გიორგი უდესიანის სახელით დაუკავშირდა ნატო უდესიანი, რომელმაც საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ის განცხადება უარყო, რომელიც ასეთი შინაარსის გახლდათ :  „მინდა განვაცხადო,  რომ დათა ახალაიასაგან და ვანო მერაბიშვილისაგან დავალებული მაქვს,  საქართველოში კრიმინოგენური ფონის აწევის ილუზიის შექმნის ორგანიზება და ასევე თბილიში19 აპრილის ჩანიშნული მიტინგის პროვოკაცია - ტერაქტი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ! ამ ყველაფრის უშუალო შემსრულებლები კუდის და შსს-ს თანამშრომლები არიან“.

ნატო უდესიანმა გადმოგვცა წერილი, რომლეშიც  გიორგი უდესიანი აცხადებს: „საინფორმაციო სააგენტო „ნიუს პრესის”  მიერ, დღეს, 2013 წლის 18 აპრილს, ვითომდა გიორგი უდესიანის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული განცხადება არ მეკუთვნის მე.

ქართული პრესით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი. არასოდეს  ვყოფილვარ ე.წ. რომელიმე “დაჯგუფების” წევრი და აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილ გამონათქვამებთან არასდროს შეხება არ მქონია.

ამჟამად ვიმყოფები ევროპაში, დაკავებული ვარ ბიზნეს–საქმიანობით და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან შეხება არ მაქვს.

აღნიშნული განცხადება, კიდევ ერთხელ ემსახურება ჩემს დისკრედიტაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, მსგავსი ბინძური მეთოდებით მიზანს ვერავინ ვერ მიაღწევს”.

 

გიორგი უდესიანი.

2013 წლის 18 აპრილი