
ცხინვალი ომის გამოძიებაზე ივანიშვილის პოზიციით ინტერესდება და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს
22:02:50     16-04-2013
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს უახლოეს მომავალში
პოლიტიკური შეფასება მისცეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და მოთხოვნები წაუყენოს ახალ
ხელმძღვანელობას თბილისში.
როგორც ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ განაცხადა, მათ სრული უფლება
აქვთ მიიღონ რიგი კანონები, მათ შორის ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც, მისი
თქმით, ცხინვალელებს ქართულმა მხარემ მიაყენა და სწორედ კანონით მოითხოვონ კომპენსაცია.
„ჩვენ სრული უფლება გვაქვს საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაციებს მოველოდეთ. ეს
საერთაშორისო პრაქტიკაა და თუ საქართველოს პრეტენზია აქვს ცივილურობასა და დემოკრატიულობაზე,
მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ზარალის კომპენსაცია, რომელიც მოგვაყენა“ - განაცხადა
ცხოვრებოვამ.
„ნეზავისიმაია გაზეტა“ ომის გამოძიებასთან დაკავშირებით თბილისში გაკეთებულ განცხადებებს
იშველიებს, რომელიც, როგორც ჩანს, არა მარტო მოსკოვში, არამედ ოკუპირებული რეგიონების
სეპარატისტულ რეჟიმსაც ეიმედებათ. ცხოვრებოვას თმით, „იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას
აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის
პოზიცია. ამ პოზიციას აქვს რაღაც გარკვეული პერსპექტივა“ - განაცხადა მან.