
ვანო მერაბიშვილი: საქმე გვაქვს აბსურდთან
14:38:10     16-04-2013
„მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ”,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დათა ახალაიას განცხადებას. მერაბიშვილი წერილს ბოდვას უწოდებს.
„ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!", - აღნიშნავს მერაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.