
"ფეისბუქში" გავრცელებული წერილი დათა ახალაიას არ ეკუთვნის"
22:13:22     15-04-2013
თეა თუთბერიძის განცხადებით, სოაციალურ ქსელ „ფეისბუკში“ კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას სახელით გავრცელებულi მიმართვა დათა ახალაიას არ ეკუთვნის. როგორც თუთბერიძემ news.ge-ს განუცხადა, ეს ინფორმაცია ახალაიას ოჯახის წევრებთან გადაამოწმა, რომლებმაც მსგავსი განცხადების არსებობა უარყვეს.
„რასაც სპეცსამსახურები ავრცელებენ, ყველაფერი ნამდვილი არ არის“,- აცხადებს თუთბერიძე.