ღარიბაშვილის უწყება ოპოზიციის დევნის კანტორად გადაიქცა

  16:40:29     15-04-2013

„მთავარი განსხვავება ძველსა და ახალ საპატრულო პოლიციას შორის, არის ის რომ თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. პოლიციის დეპოლიტიზაცია სწორედ ამას გულისხმობს. თითოეული ჩვენთაგანის მიზანია პოლიცია ემსახუროს არა ხელისუფლებას, არა კონკრეტულ პარტიას, არა ადამიანთა ჯგუფს, არამედ ხალხს“,- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთნის.

დაახლოებით იგივე გაიმეორა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როცა მას 19 აპრილის აქციის შეფასება სთხოვეს. ბიძინა ივანიშვილი: მე მკითხეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს ვუთხარი, არ ჩაერიოთ, არც მოსმენები, არაფერი არ იკადროთ.

ამაზეა ნათქვამი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, რადგან ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.  რამოდენიმე წუთის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა ფარული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ შლიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები კედელზე წარწერას. ვიდეორგოლში კარგად ჩანს, მინაწერი „19 აპრილი“ რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის წევრები თეთრი საღებავით შლიან.

პატრულის პოლიტიზირების საკითხს  საპარლამენტო უმცირესობის რექცია მალევე მოჰყვა.  „ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს მოუწოდებს "პატრული პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად არ გადააქციოს".

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა  ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მაშინ როდესაც თბილისის ქუჩები დღეს უსაფრთხო არ არის, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში ძალიან ბევრი ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტია, ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრი პატრულს იმ დავალებებს აძლევს, რომელიც მათ მოვალეობებში არ შედის.

ირმა ნადირაშვილი: ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა პატრული ახალი სახელმწიფოს სიმბოლოა. ის ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლოს და მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს ინსტიტუტი, რომელიც მართლაც ძალიან მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლოს, პლაკატების ჩამომხევ ორგანიზაციად არ გადააქციოს. ეს არ არის სწორი საქციელი და ჩვენ ვითხოვთ პასუხს, რატომ ხდება მსგავსი ფაქტი პატრულის ეკიპაჟის მხრიდან.