თემურ შაშიაშვილი: ეს არის საშინელება!

  13:17:46     11-04-2013

„ივანიშვილი თანამშრომლობს ხალხთან, ვინც მასში მხოლოდ ფულიან კაცს ხედავს“– ეს  თემურ შაშიაშვილმა  გაზეთ  "ალიას"  განუცხადა.

 „ივანიშვილი თანამშრომლობს ხალხთან, ვინც მასში მხოლოდ ფულიან კაცს ხედავს. ამ წარმატების ადამიანს,  სამჯერ მეტის გაკეთება შეეძლო, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს განათლებაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მაგრამ მოღალატეებზე დგას გამსახურდიას შემდეგ ქართული პოლიტიკა.  "მრგვალი მაგიდა" იყო ეკლექტიკური გაერთიანება. სხვადასხვა პრინციპების ძალები იყვნენ შეკრებილი.

სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი პიროვნებების გაერთიანება გააკეთა შევარდნაძემაც და ორივე შემთხვევაში,  მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა,  ბიძინა ივანიშვილი ამას გაერთიანებულ კოალიციაში აკეთებს. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ვინც მას არ მოსწონს, თურმე იმ პარტიებმა უნდა შექმნან მესამე ცენტრი, რას ნიშნავს იმასაც, რომ ის ნაციონალურ-პოლიტიკურ სექტას,  ოპოზიციად აღიარებს, რაც არის სამომავლო ბომბი.

სხვა ნაკლოვანებეზეც ვიტყვი. სხვადასხვა პრინციპებზე მდგომი ძალების ერთობა, როგორც კოალიციაში, ასევე შიგნით, დასცხებენ ერთმანეთს, მერე კი გარეთ მდგომ ძალებს დაგვაბრალებენ და ეს იქნება მათი "მუშაობის"  პრინციპი... პარლამენტში შესული ადამიანები კი აბობენ,  პოლიტიკოსები არ ვართო. ეს არის საშინელება. ბიძინა ივანიშვილს ვიღაც სძულს და ძირავს, ვიღაცას კი ეუბნება, მესამე ძალა უნდა შექმნაო, რომლის მიმართაც, ცხადია იქნება ლოიალური, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ნორმალური პოლიტიკური მომავალი"- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.