
გიორგი გუგავა ეკითხება თამარ კორძაიას...
11:41:54     11-04-2013
მაჟორიტარული არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის. ტელე–ეთერით, უკვე ჩანს ამა თუ იმ კანდიდატის პოლიტიკური რეკლამები. აქტიურობს „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, გიორგი გუგავა, რომელიც მის კონკურენტ თამარ კორძაიას დებატებში იწვევს.
როგორც „პრესა.ჯი“–ს გუგავამ აცნობა, მას „ქართული ოცნების“ კანდიდატთან კითხვები აქვს.
გიორგი გუგავა: მივმართავ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ნაძალადევის რაიონში, „რესპუბლიკელების რჩეულს“, სოროსის გრანტელ ქალბატონ თამარ კორძაიას და ვიწვევ ტელე–დებატებში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- მხარს უჭერს თუ არა ივანიშვილ – სააკაშვილის კოჰაბიტაციურ თანამშრომლობას;
- კვლავინდებურად ეთანხმება თუ არა რეგიონალური ენების დაკანონებასა და “თურქი მესხების” ჩამოსახლებას საქართველოში;
- ეწინააღმდეგება თუ არა, უცხოელებზე ქართული მიწების მასობრივ გასხვისებას;
- ისევ ლობირებს თუ არა, ერთსქესიანთა დაქორწინებას საქართველოში;
- და ბოლოს, რამდენი ათასი დოლარი გრანტი აქვს აღებული, წლების მანძილზე, ანტიეროვნული თემების ლობირებაში.
იმედია წინა ხელისუფლების მსგავსად, არ გაექცევა ამ დებატებს და პასუხს გასცემს მმართველი პარტიის კანდიდატი, ქვეყნისათვის საჭირბოროტო კითხვებს.