
ბიძინას მესამე ანეკდოტი: გაიხსენე ვირო, გაიხსენეო!
13:05:04     10-04-2013
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაჩიძისგან განსხვავებით, სოლოლაკის ბიზნეს–ცენტრში შეკრებილ ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებს, გაუმართლათ. მათ, ბიძინამ მესამე ანეკდოტიც უამბო.
საქართველოს პრემიერი, 19 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა. ჟურნალისტებს მიმართა, იციან თუ არა მათ, რას ითხოვს ოპოზიცია.
„მინდა კითხვით მოგმართოთ, რა უნდათ იცით? საერთოდ დემონსტრაციას აკეთებენ მაშინ, როცა მთავრობას ხმას ვერ აწვდენენ. რა უნდათ. ევროპა? უფრო კონკრეტულს ვერ ამბობენ, რამეთუ სათქმელი აღარ აქვთ. ისინი, ჩვენ სიტყვებშიც კი ვერ გამოგვეკიდებიან, რომ ევროპულ ფასეულობებზე უარს ვამბობთ. ევროპელები აქეთ გვეუბნებიან, რომ ახალ მთავრობასთან გაცილებით იოლია მუშაობა.
რატომ გამოდიან ქუჩაში, სააკაშვილს აქვს უფლება, თუ არ მოვწონვართ გადაგვაყენოს, მთავრობაც და პარლამენტიც მიაყოლოს. გასაგებია რაც ხდება საზოგადოების რაღაც ნაწილს მერაბიშვილის ვალი აქვს და მათი მობილიზება უნდა. მეორე ნაწილს, ეხლა ურიგებენ ფულს და არ ვუშლით ამაში ხელს. მე შემეკითხნენ და სამართალდამცავ სტრუქტურებს ვუთხარი, მოსმენები არ იკადრონ. შეიძლება ისინი საკუთარ თავს მოუწოდენენ, ევროპულ არჩევანს გაუწიონ ანგარიში“,- განაცხადა ივანიშვილმა და იქვე ნანატრი მესამე ანეკდოტიც მოაყოლა.
ივანიშვილი: დაიჭირეს ციხეში და ეკითხებიან პარტნიორი ვინ იყოო, ვერაფრით ათქმევინეს, მიუჩინეს მეთვალყურეც, ცემეს... მეოთხე ღამეს თავს ურტყამს კედელს, გაიხსენე ვირო, გაიხსენეო. ამათაც, გაიხსენონ რა არის ევროპელი ფასეულობები.