
ივანიშვილი: მე პოლიტიკოსი ვერ ვიქნები
12:50:56     10-04-2013
პრემიერ–მინისტრი ღიად აცხადებს, რომ პოლიტიკოსი არ არის, მეტიც თურმე მას ძალიან არ მოსწონს პოლიტიკა. ამას მაშინ ამბობს, როცა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, პრეზიდენტ სააკაშვილისადმი კეთილგანწყობაზე საუბრობს.
ივანიშვილის ჩამოუყალიბებელი აზრთაწყობიდან, ასეთი მოკლე შინაარსი გამოვიდა: „პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ მითხრეს, რომ ასეთი გეოლოგიური (იგულისხმა და მერე შეასწორა „გეოპოლიტიკური“) მდებარეობის ადგილას, ამ კაცმა დემოკრატიაა გააკეთა და ... ამიტომ არ აანალიზებდნენ და პატიობდნენ და... გულწრფელად გეტყვით, პოლიტიკა ვერ გავიგე ბოლომდე.... კი გავიგე, მაგრამ არ მომწონს, მე პოლიტიკოსი ვერ ვიქნები“...
მოკლედ, როცა საქმე სააკაშვილის წარმატებულობას ეხება, ბიძინას პოლიტიკა არ მოსწონს, მაგრამ, როცა საფრანგეთის ელჩი ფამილარულად ესაუბრება და სთხოვს : „თუ კაცი ხარ, სიგარეტის ყველგან მოწევა არ აკრძალო. გასაოცარი ქვეყანაა საქართველო, სადაც მინდა იქ ვეწევიო...“, ბიძინა უმალ „დიიიდი პოლიტიკოსი“ ხდება.