
„აღმასრულებელ მთავრობაში კომუნისტები ბრუნდებიან“
15:19:16     09-04-2013
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას, არასამთავრობოთა კრიტიკა უკვე მოჰყვა.
როგორც ITV–ის მედიაკლუბში, არასამთავროვო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივისა“ და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრებმა აღნიშნეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიი“– ს რამდენიმე მუხლი დაარღვია.
„ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ ერთ-ერთი წევრის თქმით, საქმე გვაქვს „თავისუფლების ქარტიის“ მე–8 მუხლის „ა“ პუნქტი და მე–9 მუხლის 1 პუნქტის მთავრობის „გ“ ქვეპუნქტის უხეშ დარღვევასთან.
ირაკლი
ბარბაქაძე: საბჭოთა კავშირის დროს, 1981–1989 წლებში, ვახტანგ ყოლბაია იკავებდა გალის რაიონში, რაიკომის მდივნის თანამდებობას, რასაც თავის ავტობიოგრაფიაში მიზანმიმართულად მალავს. შესაბამისად, მას არ აქვს ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ შეიძლება დაინიშნოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრად. შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონმდებლობის ეს ნორმაც დაარღვია, ვინაიდან ვახტანგ ყოლბაია არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მოვითხოვთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსაგან, დაუყოვნებლივ შეცვალოს, აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
„აღმასრულებელ მთავრობაში კომუნისტები ბრუნდებიან“,- ეს განცხადება კი კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ლიდერს, ლაშა ფარულავას ეკუთვნის.
„აღმასრულებელ მთავრობაში, კომუნისტები ბრუნდებიან. ვახტანგ ყოლბაია იყო გალის რაიონის რაიკომის მდივანი. ამით, ყველაფერია ნათქვამი“,- განაცხდა ფარულავამ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ყოლბაიას თანამდებობაზე წარდგენით, ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფარულავა: 9 აპრილს, ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, რომლის მოპოვებისთვის ადამიანები დაეცნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა. დღეს კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ წარმოადგინა კანდიდატად კომუნისტი. ქვეყანაში ბრუნდებიან კომუნისტები, ამ ახალგაზრდებს ამისთვის არ უბრძოლიათ. კარგი იქნება თუ დღევანდელი ხელისუფლება იხელმძღვანელებს სამართლებრივი კუთხით და გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. თუ გვინდა წინსვლა, წარსულში არ უნდა დავრჩეთ. ასეთი ტემპებით თუ გავაგრძელებთ, მივიღებთ კოლმეურნეობას, სადაც გლეხი ვალდებული პარტიას საქონლის მონაგარი შესწიროს.