პუტინმა ახლა გაიგო, რომ რუსებმა ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს...?!

  11:43:56     09-04-2013

პუტინი ისევ პუტინობს. ამჯერად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რიუტთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა საინტერესო განცხადება. იმპერიის მმართველს,  დღემდე არ გაუგია თურმე ის ფაქტი, რომ მისმა ჯალათებმა, 2008 წელს, უამრავ უდანაშაულო ადამიანთან ერთად, ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტანს სტორიმანსი მოკლეს.

ამის შესახებ, არც კი ვიცოდი. ჩვენ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და გამოვიძიებთ", - ეს,  რუსეთის პრეზიდენტმა, სწორედ ჰოლანდიის პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ მომხდარის გამოძიების განკარგულებას დაუყოვნებლივ გასცემს.

ჰოლანდიელი ტელე-ოპერატორი სტანს სტორიმანსი, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას, 12 აგვისტოს, გორში რუსეთის საჯარისო შენაერთების მიერ ჩამოგდებულმა  კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.