პალიტრა ტვ-ს დეზინფორმაცია (ვიდეო)

  23:53:56     08-04-2013

ინტერნეტ პორტალმა პალიტრა ტვ-მ 2011 წლის ოქტომბერში, იუთუბიზე დადებული ვიდეო, პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელ ინციდენტად გაასაღა. ე.წ. "სააკაშვილის დამტვრევის კადრები" სინამდვილეში წლების წინაა გადაღებული, რაზეც ვიდეოს სათაური და თან დართული ანოტაციაც მოწმობს. ჯერჯერობით მედია-ორგანიზაციას განმარტება არ გაუკეთებია. 

მიუხედავად იმისა, რომ იუთუბიზე ატვირთული ვიდეოს ანოტაციაში წერია, რომ ინციდენტი ქალბატონს შეემთხვა (კადრებში ჩანს რომ ველოსიპედით ქალბატონი მოძრაობს, რომელსაც საკმაოდ გრძელი თქმა აქვს), პალიტრა ტვ-ს მიერ გავრცელებული მასალა ამგვარადაა დასათაურებული: "სააკაშვილის ველოსიპედით დამტვრევის ვიდეოკადრები ინტერნეტით გავრცელდა".

სოციალურ ქსელებში გამოცემისგან სასწრაფოდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ. პალიტრა ტვ-ს მიერ ამ კადრების გავრცელებას ეხმაურება რადიო პალიტრის ჟურნალისტი და წამყვანი, მერაბ მეტრეველიც. "რა სისულელეა, ეჭვი მეპარება ეს მიშას კადრები იყოს", - წერს იგი "ფეისბუქში".