![ბარბარე რაფალიანსის ბებია: ამაოდ ველოდი , რომ ვინმე მოვიდოდა „ოცნებიდან“ ჩემთან ბარბარე რაფალიანსის ბებია: ამაოდ ველოდი , რომ ვინმე მოვიდოდა „ოცნებიდან“ ჩემთან](http://presa.ge/img/multimedia/a24128.jpg)
ბარბარე რაფალიანსის ბებია: ამაოდ ველოდი , რომ ვინმე მოვიდოდა „ოცნებიდან“ ჩემთან
17:28:58     08-04-2013
„ძალაინ ველოდებოდი , რომ ვინმე მოვიდოდა „ოცნებიდან“ ჩემთან, ან ბერიკაშვილი, ან ღარიბაშვილი, ან თვითონ ივანიშვილი და მოგვიკითხავდა, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული რამე მოხდა“,- აცხადებს „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას სოფელ კოლაგში, ქვევრში ნაპოვნი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბებია თინა მექერიშვილი.
ოჯახი, 7 თვეა ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდეს, თუმცა აქჩევნების წინა დღეს მომხრადი ტრაგედია დღემდე გაუხსნელია. დღეს კი ირკვევა, რომ ქვევრში სადაც ჩვილის ცხედარი იპოვეს, ოჯახმა სპორტული ჩანთა აღმოაჩინა.
თინა მექერიშვილი: ფერხდება ყველფერი, გამოძიებაც 7 თვეა მიდის. ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ, დაახლოებით 3 კვირის წინ, ამ ქვევრის დაცლა, რომ კიდევ რამე უბედურება არ მომხდარიყო, როცა ცლიდნენ გამომძიებლებმა ქვევრში ჩანთა აღმოაჩინეს. ეს არ იყო ჩვენი ჩანთა, ასეთი სპორტული ჩანთა ჩემს არცერთ შვილს არ ჰქონია. აი, თავი, რომ უჩანდეს ისე იქნებოდა, შეიძლება ჩატენეს ბავშვი შიგ, არ ვიცი, ჩვენ ვიკითხეთ,რომ შეიძლებოდა მანამდე ჩაედოთ რამე, სანამ ქვევრში წყალი ჩადგებოდა. მაგრამ ჩემი დედამთილი და მამამთილი ამბობენ, რომ ჩვენ არანაირი ჩანთა არ ჩაგვიდია ამ ქვევრშიო. აბა რა გითხრათ, გამომძიებლებმა წაიღეს ეს ჩანთა.
შეგახსენებთ, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე, მისი წინამორბედის მსგავსად, პირად კონტროლზე ყავს აყვანილი ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. რომელმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22 იანვარს დამატებითი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ახალი დეტალები გამოიკვეთა, თუმცა მას შემდეგ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ დეიდის სახლში მყოფი ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს გაუჩინარდა.
პატარას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, შემდეგ კი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, შესაბამისად, იგი ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს.
ქვევრში პატარა ბარბარეს ცხედარის პოვნისა და მისი არდაცვალების დაფიქსრებისთანავე, მომხდარს პოლიტიკური სარჩული დაედო. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა, ‘’მე-9 არხის’’ ეთერში განაცხადა, რომ ჩვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.
აღნიშნული ბრალდება კულტურის მინისტრის ამჟამინდელ მრჩეველს ამ დრომდე არ დაუსაბუთებია. სამართალდამცავებს კი, ბერიკაშვილი არც კი დაუკითხავთ.
„გამოძიება ისევ მიმდინარეობს“ - ეს გახლავთ ერთადერთი ოფიციალუი პასუხი, შსს-დან, მაშინ როდესაც ბოლო პერიოდში ელვის სისწრაფით გახნილი დანაშაულები შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარის განუყოფელი ნაწილია.