„სამართლიანობა“ საერთაშორისო ტერმინია და ქართულად „რაც მოხდა, მოხდას“ ნიშნავს

  13:24:44     04-04-2013

სოციალური ქსელები აჭრელებულია ასეთი შინაარსის განცხადებებით: „სამართლიანობის აღდგენა საერთაშორისო ტერმინია, და ქართულად „რაც მოხდა, მოხდა“–ს“  ნიშნავს.  ეს წინადადება,  მოკლედ ასახავს შინაგან საქმეთა მინისტრის პათოსს.

 ქვეყანა ერთი კაცის კომპანიას ემსგავსება. თუ შეფს უნდა, დანაშაული მიტევებულია, თუ შეფს არ სურს, უდანაშაულობაც დანაშაულია. ამას უკვე,  შერჩევითი სამართალიც აღარ ქვია. როცა აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მინისტრი არ აღიარებს, ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება.

 საზოგადოებას არ აინტერესებს პარალელები წარსულთან. ყველა უიღბლომ, იმიტომ შემოხაზა 41, რომ  საკუთარი მომავალი გაეუმჯობესებინა, რომ ქვეყანა წინ წასულიყო და არა ღარიბაშვილის სანათესაო და სამეგობრო. 

გთავაზობთ , ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს მას შემდეგ, რაც ვალერიან თელიამ მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა, ავტომობილი  მართვის მოწმობის გარეშე მართა და უარი განაცხადა  ნარკოტესტზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვალერიან თელია მალე გამოვა საავადმყოფოდან და მუშაობას გააგრძელებს - რაც მოხდა, მოხდა.  როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე მოვითხოვო საია-ს ან სხვა უწყების თანამშრომლებისთვის ნარკოტესტის ჩატარება. თქვენ კარგად იცით, რომ მე და ჩემმა მოადგილეებმა ნარკოტესტი ჩავაბარეთ. ასე მოიქცა ყველა სამმართველოს ხელმძღვანელი და მათ შორის, ვალერიან თელიასაც ნარკოტესტი ჩაბარებული აქვს. მე ძალიან მრცხვენია, რომ უბრალოდ ჭიქაში ქარიშხალი ატეხეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრს ვერავინ აუხსნის რომ საიას მძღოლისა  და ვალერიან თელიას შორის ვალდებულებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს შორის მცირე განსხვავება მაინცაა.