
„რესპუბლიკელებმა“ ივანიშვილს საპრეზიდენტოდ კანდიდატურა შეურჩიეს?!
12:46:21     04-04-2013
როგორც ჩანს, ივანიშვილის კოალიციაში, მართლაც სერიოზული საკადრო დეფიციტია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ნიშნავენ. აღნიშნულ ინფორმაციას, გაზეთი "რეზონანსი" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ახვლედიანს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავენ.
როგორც თავად ახვლედიანმა "რეზონანსს" დაუდასტურა, მას პარტიის აღმასრულებელი მდივნობა მართლაც შესთავაზეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
რაც შეეხება
მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას, როგორც ახვლედიანი აცხადებს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ
ინფორმაციას არ ფლობს.
არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში არის ისეთი „ნათელი წერტილი“, როცა ის და ძმები ბერძენიშვილები, „ჩვენი აჭარის“ პარტნიორები იყვნენ. დღესაც, არმაზ ახვლედიანის გააქტიურებას „ოცნებაში“, სწორედ „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერას უკავშირებენ. როგორც ჩანს, მართლდება ვარაუდები, რომ ივანიშვილი „რესპუბლიკელების“ პოლიტიკური მძევალია.