ხათუნა ოჩიაური: კიდევ კარგი, პატრულს არ აუქმებენ

  16:40:54     03-04-2013

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური დღეს  „ITV-ს“  პრესკლუბს სტუმრობდა. ჟურნალისტები მცხეთაში, იუსტიციის რიგით 13-ე სახლის მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ. ოჩიაური ირწმუნება, რომ წულუკიანის უწყებ,  წინა ხელისუფლების დროს დაწყებული მშენებლობის დემონტაჟს,  ამ წუთებშიც ეწევა.  

ხათუნა ოჩიაური: მცხეთის იუსტიციის სახლის აშენების საკითხი,  უკვე სასაცილო ხდება.  მე ვამბობ, რომ მცხეთაში იუსტიციის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, თავის მხრივ სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენ ცრუ ინფორმაციას ვავრცელებთ. ამის გარკვევა ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჟურნალისტებს, ჩამოდით და ნახავთ რა ხდება ადგილზე. დღეის მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე ღობე შემოარღვიეს. არც ერთი კედელი დარჩენილი არ არის, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო ამოყვანილი. დარჩა მხოლოდ სვეტები. დაინტერესებულ პირებს კომპეტენტურ პასუხს არავინ გვაწვდის, შეიძლება შეიცვალა არქიტექტურა, თუმცა იმას რასად დღეს ვხედავთ,  მხოლოდ დემონტაჟი ქვია. 

„პრესა.ჯი“  მცხეთის შესაძლო დემონტაჟის საკითხით დაინტერესდა. კითხვაზე რამდენად რეალურია, რომ ქალაქი იუნესკოს სიიდან ამოიღონ მხარის გუბერნატორი განმარტავს, რომ ამ თემით საზოგადოება უნდა ინტერესდებოდეს და არა ხელისუფლების წარმომადგენელი. 

ხათუნა ოჩიაური: „ეს სახლები რომ რეაბილიტაციას საჭიროებდა,  ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა,  როდესაც აღმშენებლობის პროცესს ეწევი, იქ აზრთასხვადასხვაობა სულ არის. ნორმალურია,  რომ ახალი მშენებლობები,  საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს. იყოს ამაზე განსჯა, კრიტიკა. თუმცა არამგონია, მართებული იყოს, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს მისი ოპონენტის მიერ შექმნილი,   ყოველივე ახალის კრიტიკით. ახლა,  უმრავლესობით მოსულმა ძალამ, მშენებლობებზე თვითონ უნდა იზრუნოს. ახლა,  თვითონ უნდა იყოს კრიტიკის საფუძველი. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ახალმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მცხეთელებს შემოსავალი მოუტანა, ბევრი მათგანი დასაქმდა. რაც შეეხება კითხვას, ამოიღებს თუ არა იუნესკო სიიდან ამ ინფორმაციას,  არ ვფლობ. ჩვენ,  ბევრი რაღაცა შევცვალეთ, გავაკეთეთ ისე როგორც შეგვეძლო. ახლა ახალი ხელისუფლების დროა. 

ოჩიაური, მთავრობის მიერ თურქეთის მხარესთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ახალციხის მეჩეთიდან ქრისტიანული სიმბოლოების გატანას გულისხმობს, ვანო მერაბიშვილის მსგავსად,  რაბათის ციხის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს. 

„ნებისმიერი რამე,  რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდშია აშენებული ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მათ,  არაფერი არ ადარდებთ,  გარდა იმისა რომ ჩვენი კვალი როგორმე მოშალოს. კიდევ კარგი, არ აპირებენ,  ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი პატრულის გაუქმებას. რაც შეეხება რაბათიდან ქრისტიანული სიმბოლოების გატანის ინიციატივას,  ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. რაბათში არის ქრისტიანული ნიშნები, ისევე როგორც აია– სოფიაში შეინიშნება არაბული წარწერები. რასაც არავინ აპროტესტებს“,- განაცხადა ოჩიაურმა „პრესა.ჯი“-ს შეკითხვის კომენტირებისას. 

ჟურნალისტები თვითმათველი ორგანოებიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხებითაც დაინტერესდნენ. 

„პრესა.ჯი“ - მ  ITV-ს განახლებულ პრესკლუბში მოწვეულ სტუმარს, ივანიშვილის გუნდის შესაძლო რღვევის ალბათობაზეც  ჰკითხა. 

„პრესა.ჯი“: ირაკლი ბათიაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციიდან ირაკლი ალასანიას გამოყოფას ელოდება.. 

- ბათიაშვილის ჭორებს კომენტარს ვერაფრით გავუკეთებ. თუმცა, ივანიშვილისა და ალასანიას კონფლიქტის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს განხეთქილება 19 აპრილთან არაფერ შუაშია.