უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა?

  00:56:30     28-03-2013

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მას ვიღაც მართავს. ის, რომ ბატონი ბიძინა საკმაოდ შორსაა რეალობისგან, ამაზეც არაერთხელ ითქვა. 
თუმცა, მას შემდეგ, რაც ქართულ ბიზნესს ძირითადად “პიქსელში” დაბრძანებული გია ხუხაშვილი დაეპატრონა, რომელიც პერიოდულად აწვეთებს პრემიერს იმას, რაც მის ჯიბეს წაადგება, მილიარდერის გარემოცვაც ვეღარ ფარავს ეწ. ექსპერტის (ოლიგარქების მოწველის საკითხებში) მიმართ აგრესიას. 
ხუხაშვილი აჭერინებს ყოფილ თუ მოქმედ ბიზნესმენებს კბილაშვილს, ხუხაშვილი აკონტროლებს მსხვილ ბიზნესს, ხუხაშვილი მოაჯდა რკინიგზას, ხუხაშვილი ცდილობს შეძვრეს პორტებში, ხუხაშვილით აგვარებენ საქმეებს პროკურატურასა და პოლიციაში, ხუხაშვილის დახმარებით “აიასნებენ” ყოფილი ჩინოვნიკები თავიანთ მომავალს... 
მოკლედ, ხუხაშვილია დღეს პატარაც და დიდი ბიძინაც. ბატონი გია ხშირად სტუმრობს ბიძინას სახლში და სადილსა თუ ვახშამზე წყდება ის “საქვეყნო” საქმეები, რომელმაც ხუხაშვილს ახალი საბანკო ანგარიშები (საქართველოსა თუ ევროპაში) და ტორტის მსხვილი ნაჭერი მოუტანა. 
მართალია, ხუხაშვილი არც მინისტრია და არც ზოგადად - მთავრობის წევრი, მაგრამ მორჩილ მოახლედ ქცეული ჩხატარაშვილისა და ინტრიგების წყალობით, ის ბიძინას უცნაური სახელისუფლებო ვერტიკალის თავში მოექცა. მას ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზეც კი. 
ბატონი ხუხაშვილის შეუზღუდავმა მადამ დეპუტატი ხიდაშელიც კი შეაწუხა. მან უმრავლესობის რამდენიმე წევრთან საუბრისას ხუხაშვილის არალეგალურ გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ის ვიღაცამ უნდა მოსვას”...
თუმცა, მიუხედავად ხიდაშელის დამოკიდებულებისა, ე.წ. ექსპერტი “პიქსელიდან”, დღესაც ივანიშვილის მთავარი დამრიგებელია. მეტიც, თუ გსურთ გაიგოთ რას ფიქრობს ბატონი გია, მოუსმინეთ ივანიშვილს. ე.წ. ექსპერტის გავლენის ქვეშ მოქცეული პრემიერი სწორედ იმ იდეებსა თუ პოლიტიკურ ქვეტექსტებს ახმოვანებს, რომელსაც ბატონი გია ჩასძახებს.