ქმარმა ცოლს დანით ყელი გამოჭრა

  12:09:10     26-03-2013

თბილისში, კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა.  ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის 20 მარტს ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი წამებით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა. 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, საქმე კი 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. 

ცნობილია, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ეჭვიანმა ქმარმა, ცოლი  საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ამავე ბაღში, ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი. აღსაზრდელთა მშობლები,  სამსახურიდან მის დათხოვნას ითხოვენ. 

მოკლულს, ეჭვმიტანილისგან ოთხი შვილი ჰყავდა.