ელჩობის ახალი კანდიდატები

  11:24:08     26-03-2013

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  პარლამენტს ელჩობის კანდიდატების სია წარუდგინა დასამტკიცებლად, რომელიც ასე გამოიყურება:

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში – ხათუნა სალუქვაძე;  ყაზახეთის რესპუბლიკაში – ზურაბ პატარაძე; თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ირაკლი კოპლატაძე;  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – თეიმურაზ შარაშენიძე.

 ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე კი,  სააკაშვილმა კონსტანტინე კორკელია დაასახელა.