მაკარონი არაყში
13:26:20     12-01-2011
მაკარონი მოვხარშოთ და ხარშვისას დავუმატოთ 200 გრამი არაყი. შემდეგ გადავწუროთ საწურზე და ცივი წყალი გადავავლოთ. ქვაბში კარაქთან ერთად მოვშუშოთ მცირე ზომის კუბიკებად დაჭრილი ლორი, დავაყაროთ და ვშუშოთ ერთად. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და არაჟანი. ასევე, გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა.