
ასლან აბაშიძე ივანიშვილის მხარდამჭერ მოძრაობას აყალიბებს
00:05:07     26-03-2013
„ღირსეული აჭარა ივანიშვილისათვის“. ამ სახელწოდების
მოძრაობას ასლან აბაშიძე აყალიბებს - აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პოლიტიკური
მრჩეველი და მისი სეხნია და მოგვარე.
ის ამჟამად მოსკოვში მოღვაწეობს და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. აბაშიძის თქმითვე,
მან უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერის გარემოცვასთან და მალე თავად
ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.
აბაშიძე არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში მისი მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად
ჩამოყალიბდეს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუაერთდეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება „ღირსეული აჭარა ივანიშვილისათვის“ წევრი.
სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, სადაც იგორ გიორგაძეც იყო მიწვეული,
ასლან აბაშიძემ ასეთი განცხადება გააკეთა:
„მე არ ველოდი ოქტომბერში ასეთ შედეგებს. მე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში
დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის, როგორც სახელმწიფოს გაძლიერებასთან. ქართველები
ყოველთვის იყვნენ დარწმუნებულები და ახლაც არიან, რომ საქართველოს კეთილდღეობა, პირველ
რიგში უკავშირდება იმას, თუკი რუსეთი ძლიერი სახელმწიფო იქნება“.