ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორმა განაცხადა, რომ რუსეთში მათ კრიმინალები „კრიშავდნენ"

  14:06:29     25-03-2013

 „ბაზელას" მფლობელმა, ოლეგ დერიპასკამ,  ბრიტანეთის მედიას განუცხადა, რომ „რთულ ოთხმოციანებში" უსაფრთხოების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ დაჯგუფებებს გარკვეულ თანხებს უხდიდა.  ლონდონის უმაღლეს სასამართლოში პროცესის  დერიპასკა-ჩერნოვის წინააღმდეგ" დაწყებამდეადგილობრივი პრესა რუსი ბიზნესმენის აღიარებაზე ალაპარაკდა.

 მილიარდერის განცხადებამ შოკი გამოიწვია. „ამ გადასახადებს „კრიშას" უწოდებდნენ. ეს იყო გადასახადი კლიენტების უზრუნველსაყოფად. მე ამ გზას ვერ ვიტანდი, მაგრამ იმ დროისათვის თავდაცვის გარანტირებისათვის სხვა გზა არ არსებობდა", - აღნიშნა დერიპასკამ „The Sunday Telegraph“-თან ინტერვიუში. ოლეგ დერიპასკა ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის იმდროინდელი ბიზნეს-პარტნიორი იყო. ფაქტობრივად,   დერიპასკა უკვე ღიად „აპრავებს“  ჟურნალისტ ლიპარტელიანის მიერ  ახლახანს ჩატარებულ გამოძიებას, რომ ივანიშვილის ბიზნესის უკან,  კანონიერი ქურდები და კრიმინალები იდგნენ.

მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ,  ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქმე აღძრა,  ისრაელის მოქალაქემ, მიხეილ ჩერნოიმ. იგი ირწმუნება, რომ დერიპასკამ მას „რუსეთის ალუმინის" 20 პროცენტი უკანონოდ წაართვა და ამ დროისათვის,  ეს აქციები 1.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ღირს.

„როცა ჩვენ პარტნიორობის გზით,  აქციების შესყიდვა დავიწყეთ, მაშინვე ვიგრძენით ზეწოლა კრიმინალებისგან... პირველად,  როცა მათ ჩემი სერიოზულად შეშინება მოახერხეს,  იყო მაშინ, როცა ჩემს კომერციულ დირექტორს,  თავში ორი ტყვია ესროლეს... სწორედ მაშინ,  მივიღე გადაწყვეტილება,  საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებებისთვის, გარკვეული თანხა გადამეხადა", - აღნიშნა დერიპასკამ.

 დერიპასკა იმ სქემაზეც ყვება, თუ როგორ მდიდრდებოდნენ  უბრალო ადამიანები რუსეთში 90-იანებში. , რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ალუმინის ბიზნესის გადასხვაფერება 1993 წლიდან იწყება. დერიპასკას თქმით, იმ დროისათვის მრავალი ადამიანი გააკვირვა უეცრად თავსდატეხილმა სიმდიდრემ. „შენ,  სესხად იღებ 500 ათას ამერიკულ დოლარს და ექვსი თვის შედეგ უკან მხოლოდ 100 ათასს აბარებ, ერთი ტონა ალუმინის შეძენა 400 დოლარად იყო შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 1.200 დოლარად შეიძლებოდა" - აღნიშნავს ბიზნესმენი.