
ვანო მერაბიშვილი: პარტიაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს (ვიდეო)
12:45:35     25-03-2013
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვიცე-სპიკერ
მანანა კობახიძეს პასუხობს. მერაბიშვილის განცხადებით პარტიის შიგნით არანაირი განხეთქილება
არ არის. ამის შესახებ მან „პირველ რადიოსთან“ საუბარში განაცხადა.
მერაბიშვილის თქმით, თუ სხვადასხვა საკითხზე
ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება და პოზიცია აქვთ, ეს შიდა განხეთქილებას არ ნიშნავს
და ბუნებრივი პროცესია.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს დაასახელა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის გვარი, კონკრეტულად მიხეილ მაჭავარიანი, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი და აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის გამო რთულ პოზიციაში არიან.