მწვანე პომიდორი
13:25:43     12-01-2011
სიმწიფეში შესული, საღი მწვანე პამიდვრები გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ სიგანეზე, რგოლებად. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ (2-5 წუთი ვადუღოთ). ამოვალაგოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ (საწურზე), ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. დავალაგოთ ლამაზად ლანგარზე და ზევიდან გადავასხათ ნიგვზის საწებელი, რომელიც ასე მზადდება: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ომბალო, მარილი, გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა და კარგად ავურიოთ. თუ სქელია, დავამატოთ ადუღებული ცივი წყალი.
მასალა: მწვანე პამიდორი - 1 კილოგრამი, ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა, ნიორი - 2-3 კბილი, ხახვი - 2-3 თავი, მწვანილი - 4-4 ძირი, ძმარი, სუნელი, ზაფრანა, მარილი - გემოვნებით.