
„გეოპოლიტიკა.რუ“: სამცხე-ჯავახეთი სომხეთს, მთა და აჭარა კი რუსეთს...
11:00:46     25-03-2013
რუსულმა გამოცემამ „გეოპოლიტიკა.რუ“-მ ცოტა ხნის წინ
გამოაქვეყნა რუკა
და სტატია სათაურით „პრორუსული კავკასია“, რომელშიც აღწერილია სიტუაცია, თუ როგორ
უნდა მოახერხოს რუსეთმა კავკასიის რეგიონში პოლიტიკური და ტერიტორიული სიტუაციის „რეორგანიზაცია“.
სტატიაში საუბარია რუსეთის „სამომავლო“ - „ახალ საზღვრებზე“ და განმარტებულია, რომ ასეთი
გადანაწილების პოლიტიკური მიზანი რეგიონში მისი პოლიტიკური გავლენის აღდგენაა. მაგალითად, ასეა
აღწერილი რუსეთის „ახალი საზღვრები“:
საუბარია სომხეთის „ახალ საზღვრებზეც“ და აღნიშნულია, რომ ასეთი
„დაყოფის“ მოწინააღმდეგეებად საქართველო და
აზერბაიჯანი გამოდიან, რომელთა ერთმანეთისგან იზოლაციაც, სტატიის მიხედვით, მთავარი ამოცანა უნდა
იყოს.
საქართველოსთან მიმართებაში კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოცილების გარდა, აღნიშნული გეგმა „მთის
ტომთა“ რუსეთის სასარგებლოდ, ჯავახეთის კი სომხეთის სასარგებლოდ გამოყოფას ითვალისწინებს, „პარალელურად აჭარის რესპუბლიკის შექმნით კი,
რომელიც რუსეთის მფარველობის ქვეშ
იქნება, მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოს საზღვარი თურქეთთან“ - ნათქვამია სტატიაში.
საუბარია სარგებელზეც: რუსეთი იღებს
აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთს
და მცირდება საქართველოს კონტაქტები თურქეთთან და
ჩრდილოეთ კავკასიასთან. „სომხეთი კი
იღებს ქართულ პროვინციას სამცხე-ჯავახეთს, რომელიც სომხებითაა დასახლებული“.