ღორის ხორცი სოკოთი

  13:20:15     12-01-2011

ღორის ხორცის უცხიმო ნაჭრები დაჭერით , ამოავლეთ მარილში და შავ პილპილში; ტაფაზე მოათავსეთ და შეწვით შეწითლებამდე. გადმოდგით, ტაფაზე მოათავსეთ დაჭრილი სოკო ( შეგიძლიათ კონსერვირებულიც) და მოთუშეთ. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი ღუმელში შესადებად . მასში მოათავსეთ შემწვარი ღორის ხორცი , შემდეგ სოკო და ზემოდან გადაასხით ნაღები. მარილი , შავი პილპილი და ხმელი ქინძი გემოვნებით. გამოაცხეთ 180° –ზე 30 წუთი.
მასალა: ღორის ხორცი 600გ, სოკო 400გრ, ნაღები – 23%–200მლ.