
რუსეთი ვაზიანში დაწყებულ წრთვნას აპროტესტებს და გვირჩევს შევეგუოთ ტერიტორიების დაკარგვას
12:50:43     22-03-2013
ახალი მთავრობის
მეგობარი რუსეთი ვაზიანში დაწყებულმა სამხედრო წრთვნამ გააღიზიანა. რუსეთის საგარეო
უწყება ოფიციალურად, საიტზე გამოეხმაურა ამ ფაქტს და მიუთითა თბილისს, რომ არ მოსწონს,
როცა საქართველოში სამხედრო აქტივობები უცხოელების მონაწილეობით ტარდება.
ამასთან,
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ვერ შეეგუა „ახალ პოლიტიკურ რეალობას კავკასიაში“,
რაშიც მოსკოვი მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რეგიონში
„ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნას“ გულისხმობს.
„ეს ყოველწლიური ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „ავღანეთის ოპერაციებისთვის“ მომზადებას უწოდებენ, მართლაც შეშფოთებას იწვევს. საქართველომ, როგორც ცნობილია, 2008 წელს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კონფლიქტი გააჩაღა, დღეს კი კატეგორიულ უარს აცხადებენ შეეგუონს ახალ პოლიტიკურ რეალობას. ჩვენი აზრით, ნებისმიერი უცხოური სამხედრო თანამშრომლობა თბილისთან, რითიც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისა და სტაბილურობის პერსპექტივებს ართულებს“,–ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვაზიანში Agile Spirit 2013 სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომლებიც ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.