
უგულავას ინფორმაციით, მას ახალ ბრალს წაუყენებენ (ვიდეო)
12:24:58     21-03-2013
თბილისის
მერს მთავარი პროკურატურა ახალ ბრალს წაუყენებს. ეს განცხადება გიგი უგულავამ პირველ
რადიოსთან საუბრისას გააკეთა.
უგულავას განცხადებით საქმე ეხება თბილსერვის ჯგუფის მსგავს საქმეს, თუმცა თბილისის
მერს არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეზეა საუბარი. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის
ახალი საქმის შესახებ ინფორმაციის გახმაურებასა და ბრალის წაყენებას გიგი უგულავა
19 აპრილის აქციას უკავშირებს.
თბილისის მერი ამბობს, რომ ახალ ხელისუფლებას აქციის პანიკური შიში აქვს. გიგი უგულავას
ინფორმაცით უბნის ინსპექტორები თბილისის მცირე მაღაზიების მფლობელებსაც კი აფრთხილებენ
არ მიიღონ მონაწილეობა აქციაში წინააღდეგ შემთხვევაში კი მათ პრობლემები შეექმნებათ.