![ყაზბეგის გამზირზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს ყაზბეგის გამზირზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a23894.jpg)
ყაზბეგის გამზირზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ყელი გამოჭრეს
01:38:09     21-03-2013
საზარელი
მკვლელობა მოხდა ყაზბეგის გამზირზე, სადაც სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით
ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრეს. ეს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზევე
გავრცელდა.
მოკლულია 32-33 წლის მამაკაცი, რომელიც ყაზბეგის 31 ნომერში ვალუტის გადამცვლელ
ჯიხურში მუშაობდა. სააგენტოს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილიც ამავე მისამართზე
ცხოვრობს და სწორედ ამიტომაც გაუღეს მას ჯიხურის კარი. ის 50 წლამდე ასაკისაა და უკვე
დაკავებულია. საზარელი შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელი,
სავარაუდოდ, ფულს ითხოვდა.