
სომეხი ექსპერტი: ივანიშვილი მილიონერია და ამდენად, კავშირშია კრიმინალებთან
00:36:37     19-03-2013
სომეხი
ექსპერტი სერგეი გალოიანი ეჭვობს, რომ საქართველოს პრემიერს კრიმინალურ
სამყაროსთან აქვს კავშირები. სომხური „news.arm“-ის ცნობით, ამის შესახებ გალოიანმა
პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა საქართველოში კრიმინალურ ვითარებასთან
დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობდა.
გალოიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კანონიერ ქურდებზე „მორატორიუმი“
გამოაცხადა, რის შედეგადაც ეს ადამიანები მართლაც ცდილობდნენ, აღარ ჩასულიყვნენ საქართველოში. თუმცა ახლა, ექსპერტის თქმით, როცა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი
მოვიდა, სიტუაცია, სავარაუდოდ შეიცვლება და კანონიერი ქურდები საქართველოში
დაბრუნდებიან - აღნიშნა გალოიანმა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ივანიშვილი მილიონერია, მილიონერები კი, როგორც
წესი, დაკავშირებულნი არიან კრიმინალურ სამყაროსთან“.
კითხვაზე, რომ კიდევ უფრო დაეზუსტებინა - არის თუ არა ივანიშვილი კავშირში
დანაშაულებრივ სამყაროსთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ ქართველი პრემიერი იმდენადაა
კავშირში კრიმინალებთან, რამდენადაც სხვა მილიონერები.