თბილისში, ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს

  16:37:41     18-03-2013

გუშინ, თბილისში  ღამით, მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მესაფლავემ იპოვა.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი ტაქსის მძღოლია და მკვლელობის ადგილას დგას მანქანა, რომლითაც, სავარაუდოდ, მოკლულს მგზავრები გადაჰყავდა. მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. მიუხედავად პრემიერ მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებებისა, ძნელია ასეთ ფაქტებს გაგებით მოეკიდო.