
ბათიაშვილი „პრესა.ჯი“-ს: პოლიციაში დღესაც ვანო მერაბიშვილის მზეს ფიცულობენ
19:45:34     15-03-2013
საინფორმაციო-სადაზვერვო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის უწყების თანამშრომლები დღესაც ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ.
როგორც „სახალხო კრების“ ერთ–ერთმა წევრმა „პრესა.ჯი“–ს უთხრა, ყოფილი მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ყოფილ თანამშრომლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
პრესა.ჯი: ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთეთ, გამოდის, რომ მერაბიშვილის გავლენა კვლავ დიდია?
ბათიაშვილი: ის სამართალდამცავები, რომლებიც ოპოზიციას 2003 წლიდან მოყოლებული დევნიდა და ავიწროვებდა შს სამინისტროში მაღალ თანამდებობას დღესაც იკავებენ. პოლიციაში დღესაც ვანო მერაბიშვილის მზეს ფიცულობენ.
თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობა და პირადად ვანო მერაბიშვილი ამ ადამიანებთან კონტაქტის შენარჩუნებას ცდილობენ, რაც დღევანდელ ვითარებაში მთლად სახარბიელო და სასურველი არ არის.
- ამბობთ, რომ წმენდა უნდა გაგრძელდეს?
არა, არასწორად ნუ იგებთ, ეს არის სისულელე. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ხელისუფლების შეცვლას თანამშრომლები შეეწირონ. მე ვამბობ, რომ სამინისტროში პროფესიონალები უნდა დარჩნენ.
როგორც ეს თავის დროზე, საინფორმაციო-სადაზვერვო ბიუროსის თანამდებობაზე დანიშნულმა გავაკეთე. მე ვამბობ, რომ უნდა მიაქციონ იმ მრავალრიცხოვან კონტიგენტს ყურადღება.
- საზოგადოებაში საუბრობენ, რომ მოქმედი მინისტრი ღარიბაშვილი შს სამინისტროში სიტუაციას ვერ მართავს...
- ირაკლი ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს დაარეგულირებს.