
კობა დავითაშვილს „ბიძინას ბუზი“ დააჯდა
14:14:17     14-03-2013
კობა დავითაშვილს, „ბიძინას ბუზი“ დააჯდა. დღევანდელი პრესკონფერენციის რამდენიმე წუთი, დავითაშვილისთვის თითის ქნევას დაუთმო პრემიერმა. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ „ასეთი ზნიანი“ ბიძინა, ვერ იტანს, როცა მის გარშემო ვინმე აქტიურობს. მას აღიზიანებს დამოუკიდებელი მოქმედება, პიროვნების საკუთარი აზრი.
თუ ბიძინასთან ხარ, კუთხეში უნდა იჯდე წყნარად, ან სიტყვა სიტყვით გაიმეორო ის, რასაც „მისი უნაკლოება“ იტყვის. მოკლედ, არ უმართლებს დავითაშვილს. კობას აქტიური გაჭრები ტელე–ეთერებში, ბაქი–ბუქი კაზინოებთან დაკავშირებით, ფრიად არ მოსწონებია მილიარდერს. იგი იმდენად შეურაცხყოფილი და გაბრაზებული გახლავთ, რომ რეგიონის ჟურნალისტს, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანის შესახებ კითხვაზე, კობა დავითაშვილზე ესაუბრა.
„მინდა გავიხსენო, კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან მიმართებაში... პარლამენტარებმა ისწავლონ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ. ზოგიერთი პარლამენტარი ზედმეტად აქტიურობს, ძალიან არ მომწონს რომ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს დეპუტატი. მე კობა ვერ ვნახე და აქედან მინდა მოვუწოდო. ზედმეტად ნუ აქტიურობს. – აი, ევროპის გამკვირვებელი დემოკრატი, აი როგორ უნდა ელაპარაკოს „ბრეჟნევის დროში" პრემიერი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრს. სხვა თემაა კაზინოების საკითხი და ახლა ამას არ განვიხილავთ.
დარჩება თუ არა კობა დავითაშვილი, იმ მონების სიაში, რომელსაც ალასანია და უსუფაშვილი უდგანან სათავეში, დრო აჩვენებს. ზოგადად, ბიძინას ორი კატეგორიის მონები ჰყავს. ერთნი, რომელთაც თავმოყვარეობის ნასახი მაინც აქვთ შერჩენილი. ასეთად კობა დავითაშვილს რატომღაც მაინც მივიჩნევთ, რადგან მან ერთხელ უკვე გაბედა და შეეპასუხა „ოცნებას“ . მეორე კატეგორია ბესელიასნაირი მონები არიან, რომელთაც, ფული მიეცი ბაბაია, ფული და დედა აგინე თუ გნებავთ.