თავდაცვის სამინისტროს განცხადება

  13:10:34     11-01-2011

თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. დღეს 11.00 სთ–ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა.

120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.