
მერაბიშვილი: ყველანი ერთად, 19 აპრილს, 4 საათზე (ვიდეო)
13:54:35     11-03-2013
"გასულ კვირას ევროპარლამენტის ჯგუფმა საქართველოში წერილი გამოაგზავნა. ამ წერილს ხელს აწერს სხვადასხვა ქვეყნისა და ფრაქციის წარმომადგენელი და ეს წერილი არის ძალიან საგანგაშო ჩვენთვის.
ეს არის ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში 1-ლი წერილი, როდესაც ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მომავალზე, საქართველოს ევროპულ გზაზე.
სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, მოვიდნენ 19 აპრილს, 16:00 საათზე... და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მომავალი არის ნატოში, ევროკავშირში. საქართველოს უსაფრთხოების, საქართველოს განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე. ეს აქცია იქნება მშვიდობიანი", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი.