შემწვარი ქათმის ფილე რეჰანით და წიწაკით

  13:04:23     11-01-2011

შემადგენლობა
წიწაკა  - 3 ცალი (წითელი, მწარე)
ზეთი  - 50 მლ
შაქარი  - 5 გრ
სოიოს სოუსი  - 15 მლ
ნიორი  - 4 კბილი
ქათმის ფილე  - 500 გრ
რეჰანი  - 1 კონა
მომზადება:
ორიგინალში ეს რეცეპტი კეთდება ტაილანდური რეჰანით, რომელსაც აქვს უნიკალური გემო - ცხარე და არომატული. ჩვენ გავაკეთოთ ქართული, ეკოლოგიურად სუფთა რეჰანით. გამოდის ძალიან გემრიელი კერძი. წითელი, მწარე წიწაკა წვრილად დავჭრათ. ნიორი ასევე დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევბრაწოთ ჩვენს მიერ დაჭრილი ნიორი და წიწაკა 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ ნიორი არ გაყვითლდება. ქათმის ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ტაფაში და შევწვათ. დავამატოთ სოიოს სოუსი და შაქარი. კარგად ავურიოთ და შევწვათ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ ხორცი არ იქნება მზად. რეჰანი გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ და დავამატოთს. მირთმევის წინ კერძი მოვრთოთ რეჰანით.