ბულგარეთში ბოშას სტრადივარიუსის ვიოლინო აღმოუჩინეს
13:48:53     05-03-2013
2 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ინსტრუმენტი 2010 წელს ლონდონში მოიპარეს. ბულგარეთში სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა, სავარაუდოდ, სწორედ ეს ვიოლინო აღმოაჩინეს. სპეცოპერაცია დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციასთან ერთად ჩატარდა.
ამ ეტაპზე ექსპერტიზას ბრიტანეთის პოლიცია აწარმოებს. როგორც ИТАР-ТАСС იუწყება, მის გაყიდვას ადგილობრივი ბოშათა თემის კრიმინალური ავტორიტეტები ლამობდნენ. კრიმინალი გაყიდვის პროცესში დაიჭირეს.
1696 წელს შექმნილი სტრადივარიუსის ვიოლინო ცნობილ სამხრეთამერიკელ მევიოლინეს მინ ჩინ კიმს მოსტაცეს ლონდინის ცენტრალური ნაწილის მეტროს სადგურში. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მევიოლინე სენდვიჩს ყიდულობდა.