სააკაშვილ-ივანიშვილის შეხვედრის პირველი კადრები

  16:21:12     04-03-2013

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პირისპირ შეხვედრა შეხვედრა დაიწყო.

რამოდენიმე წუთის პრესცენტრის წარმომადგენლებმა  სამუშაო შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს.

კადრში ჩანს, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა პირიპირ მიმდინარეობს.

კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ელექტრომობილით მივიდა. პრეზიდენტს მთავრობის კანცელარიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან ამ დრომდე უცნობია გაიმათება თუ არა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერების ერთობლივი პრესკომფერენცია.

როგორც „პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება მზადაა ბრიფინგ „რუმი“ სადაც მსგავსი შეხვედრების შემდეგ მხარეები მედიიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

გარდა ამისა დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება მხარეებმა შეხვედრის დასრულების შეწმდეგ კომენტარები ცალ-ცალკე გააკეთონ. პრემიერმა 12- სართულზე. პრეზიდენტმა კი კანცელარიის პირველ სართულზე.