ივანიშვილს მოსკოვში მიიღებენ, თუ სააკაშვილთან ბრძოლას შედეგიანად დაასრულებს

  13:06:45     26-02-2013

მოსკოვის თეთრ სახლში საქართველოს დროშები შეიძინეს. „იზვესტიას“ არაოფიციალური წყაროს ცნობით, რუსეთი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტისთვის ემზადება.

უკვე ნაყიდია 3 ქართული დროშა, რომლებიც მთავრობის სახლის საზეიმო დარბაზებში აღიმართება - წერს გაზეთი, თუმცა დასძენს, რომ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მაგალითად, პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, ღის წესრიგში ასეთი საკითხის არსებობას უარყოფს.

როგორც „იზვესტია“ წერს, იმაში, რომ ივანიშვილისა და მედვედევის მოლაპარაკებები სრულებით შესაძლებელია, დარწმუნებულია ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია:

- ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს დგამს ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. ვფიქრობ, პრაგმატიზმი არ მისცემს საშუალებას არ გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან და სრულებით ლოგიკურია, რომ ის ჩამოვა მოსკოვში - ამბობს ხუბუტია.

პოლიტოლოგი სერგეი მარკოვიც არ გამორიცხვას რუსეთის ლდიერების მოლაპარაკებას ივანიშვილთან მოსკოვში, თუმცა ამისათვის რამდენიმე წინააღმდეგობას ასახელებს.

- დიდი ხანია დროა, - ამბობს ის, - ივანიშვილს სურს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. მაგრამ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტი სააკაშვილის „გადაგდებაა“. 

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი კი სწორედ იმას ელოდება, როდის დაიწყებს ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, და ემზადება ყვირილი ატეხოს, რათა მას მხარი დაუჭიროს ანტირუსულმა ელექტორატმა.

ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიციონირება მოახდინოს, როგორც პოლიტიკოსმა, რომელიც რუსეთთან არა ურიერთობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, არამედ მხოლოდ ნორმალიზაციაზე.

მისი ამოცანაა ნახევრადსაომარი ურთიერთობებიდან შედარებით გრილ ურთიერთობებზე - ნოლზე გავიდეს - ამბობს პოლიტოლოგი და აცხადებს, რომ ქართველი პრემიერის მოსკოვში ვიზიტის თარიღი ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული.