
მანქანა რომელიც ბესელიას ემსახურება, ხეს დაეჯახა - გარდაცვლილია 21 წლის გივი ცინცაძე
19:37:46     22-02-2013
"ფოლცვაგენის" მარკის ავტომანქანა, რომელიც წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევაში ქობულეთში მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ემსახურებოდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო SMO.GE ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით პარლამენტის ბალანსზე მყოფი სახელმწიფო ავტომანქანა ჭადრის ხეს დაეჯახა. შეჯახებისას მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ეკა ბესელიას შორეული ნათესავი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ცხედარი წუხელვე გადაასვენეს ლანჩხუთის რაიონში.
მანქანის მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს. მანქანაში მჯდომი დანარჩენი ორი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა 21 წლის გივი ცინცაძეა.
"ივერონი"