გიგი უგულავას ბრალის წაყენების მიზნით იბარებენ

  19:01:29     22-02-2013

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. ხადურის უწყების მტკიცებით, თბილისის მერი, გიგი უგულავა ფულის გაფლანგვასა და უკანონო საქმიანობაში არის ბრალდებული.

"გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის, გიორგი უგულავასთვის ბრალის წაყენების შესახებ. გამოძიება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში. მათი მტკიცებით, საქმე ეხება ფულის გათეთრებასა და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებას. თბილისის არჩეული მერი, ბრალის წაყენების მიზნით ხვალ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  გიგი უგულავა სპეციალურ განცხადებას დღეს, 22 საათზე გააკეთებს. ექსპერტები თბილისის მერისთვის ბრალის წაყენების მცდელობას უკვე უკავშირებენ პოლიტიკურ დევნასა და 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით დაანონსებულ მიტინგს. მათი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებამ, მოსალოდნელი მიტინგის "პრევენციისთვის", პოლიტიკურ რეპრესიებს მიმართა!