ბერძნული სალათა ”ცეზარი”
13:13:50     10-01-2011
შემადგენლობა
სალათის ფოთლები - 300 გრ
პური - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური )
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
ლიმნის წვენი - 1 ცალი ლიმონისგან
კვერცხი - 1 ცალი
ყველი "პარმეზანი" - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შავი წიწაკა - გემოვნებით
გავრეცხოთ სალათის ფოთლები, გავაშროთ და შევინახოთ მაცივარში.
ორცხობილა ჯობია გაკეთდეს გამხმარი პურისგან. ამისათვის ვჭრით პურს პატარა კუბიკებად და ვაშრობთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ამ დროის განმავლობაში ორჯერ გადავატრიალოთ. ნიორი დავნაყოთ, მოვათავსოთ ზეთში და დავტოვოთ 15 წუთით. ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი, დავაყაროთ ნიორი და შევწვათ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, აქვე შევწვათ ორცხობილაც, სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
ზემოდან მოვათავოსოთ სალათის ფოთლები, დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ მარილი, წიწაკა, ლიმნის წვენი, დავაყაროთ გახეხილი ყველი და კვერცხი და კარგად ავურიოთ.